ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრა 2026 წლის 3-4 დეკემბერს გამართავს პროფესორ მარიკა ჯიქიას 80 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას “ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და თანამედროვეობა”.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 ოქტომბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
humscience@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პროფესორ მარიკა ჯიქიასადმი მიძღვნილი გამოფენა.
საკონტაქტო პირი:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი
მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. აკადემიური პოზიცია ქართულად და ინგლისურად;
6. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-
ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
7. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
8. ფორმატი — A4
9. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
10. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
11. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
12. თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
13. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· საკვანძო სიტყვები;
· თეზისების ძირითადი ტექსტი.